ომის დაწყებამდე
გენერალ-ლეიტენანტი ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე |
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1920 წლის 4 თებერვალს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. გენერლის აზრით მობილიზაციის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება ყოლოდა ქვეითთა 36 ბატალიონი, 3 ესკადრონი და ქონოდა 96 ქვემეხი და 216 ტყვიამფრქვევი. შემდეგ ილია ოდიშელიძე წარს, რომ თუ არ მოხდა დვალეთის (არდონის ზემო წელი), დარიალის ხეობის (ჯერახის სიმაგრე), ბათომის ოლქის, არდაგანისა და ართვინის მხარეების დაკავება, ბოლშევიკების და ქემალისტების შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად დაგვჭირდება შემდეგი ძალები:
თუ ქართული მხარე დაიკავებდა ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებს, მაშინ შეტევის მოსაგერიებლად საჭირო იქნებოდა გაცილებით მცირე ძალები
გენერლის საბოლოო დასკვნის თანახმად, თუ საქართველო აღნიშნულ ტერიტორიებს არ დაიკავებდა, მაშინ ბოლშევიკებისა და თურქების მოსაგერიებლად იმაზე ორჯერ მეტი ჯარი დაგვჭირდებოდა, ვიდრე რეალურად შეგვეძლო გამოგვეყვანა. თუ საჭირო ტერიტორიებს დავიკავებდით, მაშინ ხანგრძლივი და შეუპოვარი დაცვისათვის საკმარისი იქნებოდა ჩვენი ჯარის 2/3, ხოლო დარჩენილი 1/3 რეზერვს შეადგენდა.
ილია ოდიშელიძის მთავარსარდლად დანიშვნის დროისათვის ვითარება შეცვლილი იყო და ათი თვის წინ გაკეთებული ანალიზი აღარ გამოდგებოდა. თუ მოხსენებით ჯარების 2/3 ქემალისტებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ, მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვირს ჩასაკეტად ქონდა ოდიშელიძეს განსაზღვრული, აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ეს მიმართულებებიც დასაცავი გახდა. ეს კი დამატებით დაახლოებით 450-500 კილომეტრია (დღეს საქართველოს საზღვარი სომხეთთან 164 კმ-ია, ხოლო აზერბაიჯანთან 322). აშკარაა, რომ მთელი საზღვრის დასაცავად საქართველოს უბრალოდ რესურსი არ ეყოფოდა.
1921 წლის დასაწყისისათვის საქართველო ფაქტობრივად ალყაში იყო მოქცეული და
გვარდიის იმერეთის მე-2 ბატალიონის უფროსი აკაკი კვიტაიშვილი. |
0 коммент.: